“შეზღუდვებმა შედეგი გამოიღო, ინფიცირებულთა რაოდენობამ საგრძნობლად იკლო. ბოლო პერიოდში არცერთი თავისუფალი საწოლი არ გვქონდა, დღეს კი კლინიკაში 10-12 თავისუფალი საწოლია. ყოველდღიურად თავისუფალი საწოლების რაოდენობა იზრდება. ემერჯენსიც ისეთი გადატვირთული აღარ არის, როგორიც მანამდე იყო.”
ლევან რატიანი – პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი.
ამის შესახებ მან „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.