ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“შეზღუდვების გახანგრძლივება არარაციონალურად მიმაჩნია” – რა შეფასებას აკეთებს კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი მიიჩნევს, რომ არსებული შეზღუდვები პირველ თებერვლამდე არ უნდა გახანგრძლივებულიყო. მისი თქმით, შეზღუდვების გახანგრძლივება ისევ უმუშევრობას გამოიწვევს. მთავრობის მიერ გამოყოფილი ფულადი დახმარება კი, მაღაზიაში ერთხელ შესასვლელად არის საკმარისი. კულუმბეგოვი ამბობს, რომ პანდემიის პირობებში ბიზნესმა მენეჯმენტი სწორად მართა, შესაბამისად, შესაძლებელი იყო, შეზღუდვები შემსუბუქებულიყო. ამის შესახებ მან საზოგადოებრივ მაუწყებელთან განაცხადა.

„ერთ-ერთი ჩემთვის ყველაზე სერიოზული გულისტკივილი ამ ტიპის რეგულაციებს შორის არის მაღალეფექტური, მაგრამ ამავე დროს, ძალიან დამაზიანებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვა. რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს ახალგაზრდა თაობა და სარგებლობს ისეთი ადამიანები, რომელთა შემოსავალი არის საკმაოდ დაბალი. ამ ადამიანებს უჭირთ გადაადგილება, მაღაზიამდე მიღწევაც კი, ხანდახან სასურსათო მაღაზიამდე. აღარ ვამბობ საავადმყოფოში ახლობლის მონახულებაზე. ეს არის უზარმაზარი და უსერიოზულესი ჰუმანიტარული პრობლემა. ამიტომ ამ ტიპის შეზღუდვების გახანგძლივება, მაშინ როდესაც პრაქტიკულად, ეპიდემიის დაღმართია და პიკი გადავლილია, ამ შემთხვევაში, ასე ვთქვათ, არარაციონალურად მიმაჩნია.

ვერ ვხედავდი იმ ტრაგედიასაც და თავის დროზე ამასაც დავუჭირე მხარი, რომ შაბათ-კვირის მობილობა, რაც ბუნებრივად იზრდება, აკრძალულიყო და ორშაბათიდან პარასკევამდე იმავე პრინციპის დაცვით როგორც იყო დეკემბრის ბოლო კვირა და იანვრის სამამდე, გახსნილიყო ისევ და მისცემოდათ ადამიანებს თავისი ლუკმაპურისა და ხელფასის გამომუშავების შესაძლებლობა. ამიტომ მე ამ თვალსაზრისით, ასეთი ფორმით ახლა ამ შეზღუდვების გახანგძლივება არ მიმაჩნია რაციონალურად.

„რეგულაციების დაცვით, რასაც ასე თუ ისე მიეჩვია მოსახლეობა, მეტ-ნაკლებად ბიზნესმაც სწორად მართა ეს და მენეჯმენტი კარგად იყო განხორციელებული, რიგები კონტროლდებოდა და ძირითადი ესენციალური საჭიროების დროს ადამიანები მიდიოდნენ. მესმის ახლა შეიძლება ყოველდღიურად არ უდგას ადამიანს ტანსაცმლის შეცვლის საჭიროება, მაგრამ იგივე იქ დასაქმებულ ადამიანებს ხელფასის პრობლემა რომ დაუდგეთ, ეს ძალიან სერიოზული დანაკლისი იქნება. მესმის სახელმწიფოს კომპენსაცია 200 და 300 ლარი ეს არის ასე ვთქვათ, ერთი მაღაზიაში შესვლის თანხა. ამიტომ, მე არ ვთვლი საჭიროდ, რომ ვთქვათ, ახლა იყო აუცილებლობა. აი, ამ პრინციპებით შეგვეძლო ის დაპირებული შეზღუდვების მოხსნა. შაბათი-კვირის გამოკლებით განხორციელებულიყო 16-დან“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

იტვირთბა....