ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლის შესახებ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
როგორც გამზარდია წერს, ივანიშვილის შემცვლელი ირაკლი კობახიძე იმისთანებს დაატრიალებს, მოვა ბიძინა და თავად “დაალაგებს” და მერე კიდევ “ცოტა ხნით” დარჩება.
“ბიძინა დროებით მართლა წავა. ამასობაში კობახიძე იმისთანებს დაატრიალებს, მოვა ბიძინა და თავად “დაალაგებს” და მერე კიდევ “ცოტა ხნით” დარჩება.
არაფერი ისე არ უყვარს ბიძინას, როგორც კვანძების შექმნა და მერე თავად “გა-მხსნელის” როლის მორგება.
წერა რომ შეეძლოს, მშვენიერი დრამატურგი გამოვიდოდა ბიძინასგან,”- წერს არჩილ გამზარდია.
ცნობისთვის, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა წერილი გაავრცეკა, სადაც ნათქვამია, რომ ის პოლიტიკიდან საბოლოოდ მიდის. როგორც ივანიშვილი წერილში აღნიშნავს, ის ტოვებს როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე პარტიასაც და 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს უბრუნდება.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის პოსტზე კი ირაკლი კობახიძის კანდიდატურა წარადგინეს.