“ცინიზმით და დაცინვით არის ეს პერიოდი ეს კაცი დაკავებული, რომელიც მოვიდა 10 თვის ბავშვის მკვლელობით. ამ ადამიანმა ხომ იცის რა მდგომარეობაშია ქვეყანა, ასე ადამიანებს თვალებში უყურებს ადამიანებს და ვალმოხდილი მივდიარო. მან ნამდვილად ვალი მოიხადა პუტინის წინაშე, ის პუტინის გეგმას ასრულებდა. მან დაინახა, რომ მისი დასასრული არის გარდაუვალი და ამას გაერიდა.”
გია ბარამიძე – „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი
ამის შესახებ გია ბარამიძემ “დღის ამბებში” განაცხადა, რითიც პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას გამოეხმაურა.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა წერილი გაავრცეკა, სადაც ნათქვამია, რომ ის პოლიტიკიდან საბოლოოდ მიდის. როგორც ივანიშვილი წერილში აღნიშნავს, ის ტოვებს როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე პარტიასაც და 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს უბრუნდება.