“ეს ვაქცინები ჩვეულებრივ ტემპერატურაზე ინახება და ამიტომ მათი ტრანსპორტირება და მოხმარება გაცილებით უფრო იოლია, ვიდრე იმ ორი ვაქცინის. (“ფაიზერისა“ და „მოდერნას“). მათ საიმედოობისა და დაცვის ისეთივე პროცენტი უჩვენეს, დაახლოებით 95%-მდე როგორც „ფაიზერმა“ და „მოდერნამ“.
თუ ამ ორი ვაქცინიდან რომელიმე შემოვა, მე პირადად მივესალმები ამას. ლაპარაკია, რაც შეიძლება ჩქარა შემოვიდეს. არავინ იცის, ზუსტად როდის შემოვა, მაგრამ ჩემი ვარაუდით, იმდენად სერიოზული არხებია ჩართული ამ მოლაპარაკებებში, რომ ვფიქრობ, ერთ თვეში შემოვა.”
თენგიზ ცერცვაძე – ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი.
ცნობისათვის, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ ჩინეთს 5 ვაქცინა აქვს და მისი რეიტინგი მაღალია. ჩინური ვაქცინა ხელწამოსაკრავი არ იქნება.