ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„მთელი ღამე უვლია, ალბათ ამიტომ არ გაიყინა“ – ახალციხეში, გაუჩინარებული შშმ პირი იპოვეს

სამართალდამცავებმა ახალციხეში გაუჩინარებული 17 წლის მოზარდი იპოვეს.  შსს ინფორმაციით, გაუჩინარებული მოზარდი დღეს, ნათენაძის ქუჩაზე იპოვეს.

მათივე ცნობით, არასრულწლოვანი კლინიკაში, ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

„როგორც თვითონ ამბობს, მთელი ღამე უვლია, რადგან არ ეძინებოდა. ალბათ ეს არის მიზეზი, რომ ღამე არ გაიყინა. ველოდებით ფსიქიატრს და მისი დასკვნის მიხედვით გადავწყვეტთ სად შეიძლება მისი გაშვება – სახლში თუ სამკურნალო დაწესებულებაში. როგორც აღმოჩნდა, მისთვის ეს სახლიდან გაქცევის პირველი მცდელობა არ არის”, – ამბობს მკურნალი ექიმი.

ცნობისთვის, 17 წლის შშმ პირი, რომელიც ახალციხეში მინდობით აღზრდაში იმყოფება, 8 იანვარს დაიკარა. 

იტვირთბა....