ახალი ამბები მთავარი სამართალი

ახალციხეში დაკარგულ 17 წლის ბიჭს ეძებენ- მოზარდს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს

ახალციხეში დაკარგულ მოზარდს ეძებენ. 17 ბიჭი ბოლოს 8 იანვარს ქალაქის ცენტრში შენიშნეს, მას შემდეგ კი მისი კვალი გაქრა.

არსებული ინფორმაციით, 17 წლის ბიჭი მინდობით აღზრდაში იმყოფება.

მეურვემ მისი მოძებნა მაშინვე დაიწყო,. მანვე გამოიძახა პოლიცია და საქმის კურსში ჩააყენა

ბიჭს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და სახლიდან გაქცევის მცდელობა მანამდეც ჰქონდა. ოჯახის წევრებთან ერთად, ბიჭს უკვე სამართალდამცველები ეძებენ.

იტვირთბა....