“არწივო, არ გაფრინდე, იყავი ჩვენთან! ძალიან გვიყვარხარ და გვინდა, კიდევ დიდხანს იყო“.
გიორგი სუხიტაშვილი – მომღერალი
ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
სუხიტაშვილი აღნიშნულ პოსტთან ერთად უფროს კოლეგასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
იხ: ფოტო:
შეგახსენებთ, რომ ქართველ ლეგენდარულ მომღერალს თემურ წიკლაურს კორონავირუსი რამდენიმე ხნის წინ დაუდასტურდა. მდგომარეობის გართულების შემდეგ კი, ის გორის სამხედრო სტაციონარში გადაიყვანეს.