ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

(ვიდეო) “ქუჩური გარჩევა და სისხლიანი დაპირისპირება ახმეტაში” – მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი პირი იდენტიფიცირებულია

ახმეტაში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების ახალი დეტალები ირკვევა.  დაჭრილი  წარსულში ნასამართლევი ვალერი კოტორაშვილია.

“ტვ პირველის” ინფორმაციით დაჭრილი მამაკაცი სავარაუდოდ ახმეტის, პოლიციის უფროსის სიძეა.

ამასთან, მათივე ინფორმაციით, დაჭრილი ახალგაზრდა და ბრალდებული ბავშვების მეგობრები იყვნენ და ამ დრომდე მათშორის დაპირისპირება არ ყოფილა.

ხოლო სავარაუდო ბრალდებულის ახლობლების თქმით, რა გახდა გუშინდელი სისხლიანი დაპირისპირების მიზეზე მათთვის უცნობია.

იხ: ვიდეო:

 

შეგახსენებთ, ახმეტაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაჭრილი კაცი კლინიკაში ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე რჩება.

ცნობისთვის, ცოტახნის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამართალდამცავებმა ახმეტაში მომხდარ მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, პირი, რომელმაც სავარაუდოდ 30 წლის ვალერი კოტორშვილი დაჭრა ახმეტის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზეა გადაყვანილი.

მიმდინარეობს იმ პირების გამოკითხვაც, რომლებიც წუხანდელ ინციდენტს უშუალოდ შეესწრნენ. მათ შორის არიან, როგორც ეჭვმიტანილის, ისე დაჭრილი ახალგაზრდის მეგობრები.

 

იტვირთბა....