საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1 143 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ვებ-გვერდის განახლებული მონაცემების მიხედვით, ბოლო 24 საათში ვირუსისგან 617 პაციენტი გამოჯანმრთელდა. საერთო ჯამში კი გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 225 335-ს მიაღწია.
ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში, კოვიდ 19-ის ინფცირებისგან 23 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო კოვიდპანდემიას სულ 2 773 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ასევე, stopcov.ge-ის მონაცემებით, ამ დროისთვის საკარანტინე სივრცეებში 452 ადამიანია მოთავსებული.
სულ 6 ოქტომბრიდან – 9 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 21 432 პირი.
ამ ეტაპისთვის კი თვითიზოლაციაში 23 097 ადამიანი იმყოფება.