ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როგორია პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა – ექიმის განმარტება

“პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან კარგი, დამაკმაყოფილებელი და სტაბილური,” – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პირადმა ექიმმა, ცისანა შარტავამ მედიასტან დღეს განაცხადა.

ამასთან, როგორც პატრიარქის პირადი ექიმი აცხადებს, საპატრიარქოში შემსვლელთა რაოდენობა შეზღუდულია და მხოლოდ ვირუსზე ტესტირების შემდეგ ხდება შესვლის ნებართვის გაცემა.

“პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან კარგი, დამაკმაყოფილებელი და სტაბილური, მას არანაირად არ ჰქონია რაიმე ნიშანი, სავსებით დამაკმაყოფილებელია მისი მდგომარეობა. დაკვირვების ქვეშ ბრძანდება და თუ საჭირო იქნება, შესთავაზებენ ტესტირებას. მაგრამ, ამ ეტაპზე, ეს არ მოხდა. რეგულაციებს, რაც ქვეყანაში მოქმედებს ჩვენ ვითვალისწინებთ ძალიან ზედმიწევნით და ვცდილობთ, რომ დაცული იყოს სიტუაცია. ჩვენთან არის მასობრივი ტესტირება, საპატრიარქოში შეზღუდულია შემსვლელთა რაოდენობა და ხდება ტესტირება სწრაფი ტესტით, ანტიგენზე და მხოლოდ ტესტირების საფუძველზე ხდება ნებართვის გაცემა შესვლა-არშესვლაზე. თუ ვინმე გადის საპატრიარქოდან, რომ ბრუნდება, ისევ უტარდება ტესტი.

ვინც იმყოფება პატრიარქთან, ექვემდებარება ყოველ მესამე დღეს ტესტირებას. ჩვენი ეპიდემიოლოგები, თქვენ იცით, მაღალ პროფესიონალები არიან და მათთან თანამშრომლობით ვაგვარებთ ყველა ამ საკითხს”, – განაცხადა პატრიარქის პირადმა ექიმმა ცისანა შარტავამ.

იტვირთბა....