“ახალ პრეპარატს ძალიან კარგი პერსპექტივა აქვს და კოვიდის შემთხვევაში, ალბათ ვაქცინაზე უფრო დიდი გარღვევა იქნება,” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ტელეკომპანია იმედის გადაცემაში, “დღის შოუში” განაცხადა.
როგორც იმნაძემ გადაცემაში საუბრისას განმარტა, დაავადების დასაწყისში ადამიანი თუ ამ პრეპარატს მიიღებს, არათუ აღარ განვითარდება ორგანიზმში ეს დაავადება, არამედ გადამდები აღარ იქნება.
„ახალ პრეპარატს ძალიან კარგი პერსპექტივა აქვს და კოვიდის შემთხვევაში, ალბათ ვაქცინაზე უფრო დიდი გარღვევა იქნება. ამ პრეპარატს გამოაჩნდა თვისება, რომ ვირუსის გამრავლება შეწყვიტოს, აქედან გამომდინარე დაავადების დასაწყისში ადამიანი თუ ამ პრეპარატს მიიღებს, არათუ აღარ განვითარდება ორგანიზმში ეს დაავადება, არამედ გადამდები აღარ იქნება. ეს იქნება ნამდვილად უდიდესი გარღვევა და ზაფხულისთვის იმედია ეს კვლევები მორჩება. ვაქცინასთან ერთად შემდგომ ამ წამლის გამოჩენა იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას“, – განაცხადა იმნაძემ.
შეგახსენებთ, რომ მეცნიერები ახალი პრეპარატის “მოლნუპირავირის” კვლევას ატარებენ. ჯანმოს მონაცემებით ახალი პრეპარატი კვლევის მეორე და მესამე ფაზას გადის. მათივე ცნობით, პირველ ფაზაზე პრეპარატმა დადებითი შედეგი აჩვენა, რაც იმაში გამოიხატა რომ მედიკამენტმა ვირუსი დაბლოკა და მისი მიღებიდან 24 საათში ადამიანი გადამდები აღარაა.