ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბათუმში ხანძრის ჩაქრობისას მეხანძრე-მაშველი მეორე სართულიდან ჩამოვარდა – როგორია მისი მდგომარეობა

ბათუმში, მირიან მეფის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. აფეთქება  ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.

შედეგად არიან დაშავებულები, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

მომხდარი აფეთქების დროს ოთხი ადამიანი დაშავდა, მათ შორისაა მეხანძრე-მაშველიც, რომელიც ცეცხლის ჩაქრობის დროს მეორე სართულიდან ჩამოვარდა. ის კლინიკა „მედინაში“ გადაიყვანეს.

მენაძრე-მაშველი „მედინაში“ გადაიყვანეს. კლინიკაში გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება. ის სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გაეწერა.

ბათუმში, მირიან მეფის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. შსს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

იტვირთბა....