ბათუმში, მირიან მეფის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა.
არსებული ინფორმაციით, აფეთქების მიზეზად, ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდება.
„აფეთქების ძლიერი ხმა იყო. რომ მოვედით ადგილზე უკვე სახანძრო მანქანა მუშაობდა. გაზმა გაჟონა, მეორე სართულზე მოხდა აფეთება, სახლი ნაწილი დანგრეულია. მეორე სართული არის გაქირავებული, შემთხვევის დროს 4 ადამიანი იყო სახლში, მათ შორის მეპატრონე. ყველა კლინიკაშია გადაყვანილი, კონტაქტურები იყვნენ“, – აცხადებენ შემთხვევის ადგილზე მყოფი მოქალაქეები.
შსს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.