ყოფილი მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი დღეს პროკურატურის თანამშრომლებს დაემშვიდობა. პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბადაშვილმა მისი ხელმძღვანელობის პერიოდში საქართველოს პროკურატურის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა. ბადაშვილმა აღნიშნა, რომ პროკურატურის ყველა თანამშრომელთან ერთად ისტორიული მოვლენის მონაწილე გახდა, რადგან საქართველოს ისტორიაში პირველად, თითოეულ პროკურორსა და გამომძიებელს შესაძლებლობა მიეცა, ახალი მთავარი პროკურორის არჩევაში უშუალოდ მიეღოთ მონაწილეობა.
ბადაშვილი ახალი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძის დანიშვნასაც შეეხო, მისი შეფასებით შემდგომი 6 წელი სტაბილურობის, კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების დაცვის გარანტი იქნება. მან პროკურატურის თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და ახალ მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს წარმატება უსურვა.
იტვირთბა....