ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ოლიგარქიული მმართველობა და ძალაუფლება არ ქრება! ახლა ჩნდება განსხვავებული ფორმით” – გამზარდია

ანალიტიკოსი, არჩილ გამზარდია სოციალური ქსელის საშუალებით ვაშინგტონში, ტრამპის მომხრების მიერ კაპიტოლიუმზე თავდასხმას ეხმიიანება.

როგორც ანალიტიკოსი დასძენს, ოლიგარქიული მმართველობა და ძალაუფლება კი არ ქრება, სწორედ ახლა ჩნდება განსხვავებული ფორმით, კერძო პირების, ინტერკორპორაციების მფლობელთა ხელში.

“ტრამპის ინცინდენტმა” პირადად ჩემთვის და ალბათ ბევრისთვისაც, ერთი საკვანძო ფაქტორი აჩვენა. საქმე არც ტრამპშია და არც ბაიდენში, არამედ იმაში რომ ამ ინცინდენტის შემდეგ დგება მმართველობის და ძალაუფლების სრულიად სხვა ეპოქა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოები და ხელისუფლებები ხდება პირობითი, სინამდვილეში ძალაუფლებას წარმართავს ინტერკორპორაციები, ნაცვლად ინსტიტუციური მმართველობისა.

როგორიც გინდა ყოფილიყო აშშ-ს პრეზიდენტი, სწორედ მას წაერთვა გამოხატვის და საზოგადოებასთან ურთიერთობის უფლება, ზესახელმწიფოს ლიდერის ძალაუფლება შეზღუდა ინტერკორპორაციებმა.
სწორედ ეს არის საკვანძო, რომ სახელმწიფო მმართველობების ნაცვლად, ძალაუფლება თანდათან გადადის ინტერკორპორაციების მფლობელების ხელში.

ოლიგარქიული მმართველობა და ძალაუფლება კი არ ქრება, სწორედ ახლა ჩნდება განსხვავებული ფორმით, კერძო პირების, ინტერკორპორაციების მფლობელთა ხელში.

წინ საინტერესო ეპოქა გველის, სადაც თავისუფლება შეიცვლება იმიტირებული თავისუფლების არსით და ახალ, ერთგვარ “ნეომონათმფლობელობას” ე.წ. თავისუფალი ადამიანების სახელით შემდგარი რეალურად დამორჩილებული პირებით შექმნიან.” – წერს გამზარდია.

შეგახსენებთ, აშშ-ის კონგრესი ჯო ბაიდენის გამარჯვების დასადასტურებლად თავდაპირველად გუშინ შეიკრიბა, თუმცა, მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერების მიერ კაპიტოლიუმში შეჭრის შემდეგ შეხვედრა შეწყდა. მომხდარის შემდეგ შენობიდან კონგრესმენების ევაკუაცია განხორციელდა.
ცნობისთვის, კაპიტოლიუმის შენობაზე განხორციელებულ თავდასხმას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. დაკავებულია 50-მდე ადამიანი.
იტვირთბა....