“იანვარში პარტიის თავმჯდომარეობიდან წავა,დანგრეულ ქვეყანას ამათ შეატოვებს,დარჩენილები ერთმანეთს გამოჭამენ,ახალ მოძრაობას შექმნის და მის მოყვანილ მთავრობას ჩამოაგდებს! ვადამდელი არჩევნებიც იქნება, – ესაა პლან ბ! ოპოზიცია სადაა და რას აკეთებს?! ბოიკოტის გარდა რა გეგმა არსებობს ?!”
ელისო კილაძე – “ქონიკა პლიუსის” მთავარი რედაქტორი
ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
კილაძე აღნიშნული პოსტით მედიაში გავრცელებულ იმ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც “ქართული ოცნების” თავჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი იანვრის თვეში პოლიტიკიდან მიდის.