ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მიდის თუ რჩება ივანიშვილი – „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციას ავრცელებს

გასული წლის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი თანამდებობას დატოვებდა. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტიკაში მეორედ დაბრუნებულ ივანიშვილს პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ჩაანაცვლებს.

2021 წელს ეს თემა კვლავ აქტუალური გახდა. „დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტიკური მდივანი გიგლა ბარამიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ უახლოეს დღეებში ქვეყანაში კარდინალური ცვლილებები მოხდება.

„ფორტუნა“ შეეცადა გაერკვია, რა ხდება მმართველ გუნდში და რა პასუხი აქვს „ქართულ ოცნებას“ გავრცელებულ ინფორმაციაზე.  როგორც „ქართული ოცნების“ პრესსამსახურში თქვეს, რომ უახლოეს დღეებში პოლიტსაბჭოს სხდომა ჩანიშნული არაა.  გავრცელებულ თემაზე კი პრესსამსახური ინფორმაციას არ ფლობს და გვირჩია, კითხვაზე პასუხად პარტიის აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის პასუხი გამოგვეყენებინა.

ირაკლი კობახიძემ, კი გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ყველაფერი ივანიშვილის გადასაწყვეტია.

„ბიძინა ივანიშვილს არ აქვს სურვილი რომ პოლიტიკაში იყოს, თუმცა შემობრუნება მისთვის ერთგვარი იძულება იყო, რაც მან განმარტა. მას არასდროს ჰქონდა სურვილი და ალბათ, არც ახლა აქვს სურვილი, რომ აქტიურად იყოს ჩართული პოლიტიკაში, თუმცა ამას მოითხოვს გარემოებები. ყველაფერი მისი გადასაწყვეტია, მაგრამ ჩვენ არანაირი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით არ გვაქვს“,- აღნიშნა კობახიძემ.

წყარო: “ფორტუნა”

იტვირთბა....