თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებას ნანობს და რუსეთს საჯაროდ უხდის ბოდიშს.
“ძალიან მეწყინა, რუსეთის თვითმფრინავის ჩამოგდების ამბავი რომ გავიგე. ვიმედოვნებ, ასეთი რამ აღარ განმეორდება. ორშაბათს პარიზში საერთაშორისო კლიმატური სამიტია (სადაც პუტინიც ჩადის – გ.გ.) და შეიძლება ეს რუსეთთან ჩვენი ურთიერთობის აღდგენის შანსი იყოს. კონფრონტაცია არავის აწყობს. ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით”…