ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კაცმა 92 წლის ქალს კორონავირუსის ყალბი ვაქცინა ფულის სანაცვლოდ გაუკეთა – უცხოური მედია

CNN ინფორმაციით, სამართალდამცავები დიდ ბრიტანეტში ეძებს კაცს, რომელმაც გავრცელებული ინფორმაციით, 92 წლის ქალს ყალბი Covid – 19-ის ვაქცინა, 160 ფუნტის (217$) სანაცვლოდ გაუკეთა.

როგორც გამოცემა იუწყება, ლონდონის პოლიციამ  ეჭვმიტანილის ფოტოები გაავრცელა და მოსახლეობას ძებნილის პოვნაში დახმარებისკენ მოუწოდა.

მათივე ცნობით, აღნიშნული პირი 30 წლამდე ასაკის მამაკაცია.

ამასთან, აღნიშნული მედიასაშიუალების ინფორმაციის მიხედვით, 30 დეკემბერს, დაზარალებულს მისივე სახლში მიაკითხა და თავი ქვეყნის ჯანდაცვის მომსახურების წარმომადგენლად გაასაღა.

როგორც 92 წლის ქალი გამოცმასტან აცხადებს, დამნაშავემ წვრილი ნემსისმაგვარი ინსტრუმენტი გაუკეთა და ფული იმ პირობით გამოართვა, რომ „ჯანდაცვა“ მოგვიანებით აუნაზღაურებდა. ამის შემდეგ, კაცმა მეორე დღესაც მიაკითხა დაზარალებულს და თანხის გადახდა კიდევ მოსთხოვა.

სამართალდამცავების თქმით, ჯერჯერობით უცნობია რითი აცრა ქალი დამნაშავემ ან საერთოდ, რაიმე ნივთიერება შეუყვანა თუ არა მას.

„ჩვენ საზოგადოების წევრზე განხორციელებული ამაზრზენი და აბსოლუტურად მიუღებელი შეურაცხყოფა შეწყნარებული არ იქნება“ – განაცხადა გამოძიების ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, დეტექტივმა – კევინ აივსმა.

ისევე როგორც სხვა ევროპული სახელმწიფოები, დიდი ბრიტანეთიც ახალ წელს ჩაკეტილი, „ლოქდაუნში“ შეხვდა.

CNN-ის ინფორმაციით, ქვეყანაში, დაახლოებით, ყოველ 50 ადამიანიდან ერთს კორონავირუსი აქვს.

იტვირთბა....