“არავის პოლიტიკური შეხედულება არ მაინტერესებს. ეს ჩემი ქვეყანაა, რომელიც სულით და გულით მიყვარს. არავისზე ნაკლები არ გაუკეთებია ჩვენს სახელმწიფოს, ექიმებთან ერთად, რომ ლეტალობის რაც შეიძლება ნაკლები შემთხვევა გვქონოდა. ვერ დავეთანხმები ვერავის იმაში, რომ ჩვენი ქვეყანა ვიღაცას ჩამორჩებოდა. პირიქით ჩვენმა სახელმწიფომ, ყველამ ერთად, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის გაგვეწია იმაზე მეტი სერვისი, რისი საშუალება და შესაძლებლობაც გვქონდა. ექიმებმა თავი გაწირეს ამასთან დაკავშირებით.”
ლევან რატიანი – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი
ამის შესახებ ლევან რატიანმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის” გადაცემაში განაცხადა.
რატიანმა აღნიშNული განცხადებით უპასუხა კითხვას კრიტიკასთან დაკავშირებით, რომ პანდემიის მართვის პროცესში გადაწვეტილებების მიღება დაგვიანებით ხდება.