ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როდის მიიღებს საქართველო ვაქცინის პირველ დოზას – მინისტრი კონკრეტულ დროს ასახელებს

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე განმარტავს, როდის სემოვა საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა.

ტიკარაძის ინფორმაციით, საქართველო ვაქცინის პირველ დოზას თებერვლის ბოლოს ელოდება.

“დღეის მდგომარეობით ჩვენ გვაქვს ინტენსიური მოლაპარაკებები, რაც გულისხმობს იმას, რომ თებერვლის თვეში ველოდებით კოვაქს პლატფორმიდან ვაქცინის გარკვეულ მოცულობას, რომელიც შესაბამისად გადანაწილდება იმ მოწყვლად ჯგუფებზე, რომელისთვისაც ვირუსის გავრცელება არის ყველაზე მეტად რისკის შემცველი”- აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.

ტიკარაძის თქმით, Covax-პლატფორმა ყიდულობს რამდენიმე ვაქცინას, საიდანაც საქართველო ერთ-ერთს აირჩევს.

იტვირთბა....