ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მეტრონომი” მისი ბლოგერის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს სამძიმარს უცხადებს

საზოგადოებრივ-პოლიტიკური ინტერნეტ-გაზეთი “მეტრონომი” სამწუხარო ამბავს ავრცელებს. გარდაიცვალა ინტერნეტ-გაზეთის ჟურნალისტი, ერთგული ბლოგერი ვასო შონია, რომელიც “მეტრონომში” წლების განმავლობაში მუშაობდა. ის 42 წლის იყო.

ვასო შონია საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებზე სხვადასხვა ბლოგს წერდა. ის მკითხველს ყოველთვის მრავალფეროვან და პროფესიონალურ დონეზე მომზადებულ მასალას სთავაზობდა.

“მეტრონომი” მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი ბლოგერის დაღუპვის გამო და მისი ოჯახის წევრებსა და ნათესავებს სამძიმარს უცხადებს.

 

იტვირთბა....