ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რა ვითარებაა ოკუპირებულ აფხაზეთში – ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მეხანძრეებმა ლოკალური ხანძრების ლიკვიდაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით მოახერხეს.

ე.წ. უწყების ინფორმაციით, გაგრის რაიონში, დაახლოებით ექვსი ჰექტარი ფართობი დაიწვა.

„გაგრაში ხანძარი საცხოვრებელ სახლებს მიუახლოვდა. ხანძრის ჩასაქრობად გაგრის რაიონის ოთხი სახანძრო და ერთი სამაშველო განყოფილების და სოხუმის სახანძრო განყოფილების თანამშრომლები გაიგზავნა. 8 იანვრის დილისთვის გაგრის რაიონში ხანძრის ძირითადი კერის დაშლა მოხერხდა, ალის ნაწილი მაღალმთიან ნაწილში გადავიდა,“ – აცხადებენ ე.წ. სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, გუშინ ლოკალური ხანძრების ლიკვიდაცია გუდაუთისა და ოჩამჩირის რაიონების სამ სოფელშიც განხორციელდა.

„დღეს დილით მივიღეთ შეტყობინება ქალაქ ტყვარჩელში გაჩენილი ხანძრის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ მეხანძრეებმა ოპერატიულად იმოქმედეს, ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა,“ – აღნიშნულია ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, თავდაპირველად ხანძარი იყო გალში, სადაც საცხოვრებელი სახლები დაიწვა და მოსახლეობის ევაკუირება მოხდა. შენმდეგ კი ხანძარი გაგრაში გაჩნდა, რომელიც საცხოვრებელ სახლებს მიუახლოვდა.

იტვირთბა....