ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“აი, ასე დადის და აბოლებს ხალხს”- სამხედრო ექსპერტი სააკაშვილის ინტერვიუს ეხმიანება

სამხერო ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს ეხმიანება.

როგორც ამირან სალუქვაძე აფასებს, ყოილი პრეზიდენტი მისი გუნდის მიერ დაშვებულ შეცდომებს არ იხსენებს და საზოგადოებას ატყუებს.

სალუქვაძე პოსტში იმ ობიექტებს ასახელებს, რომლებიც მისი თქმით, წინა ხელისუფლებამ რუსეთს გადასცა.

“აი ასე დადის და აბოლებს ხალხს. საკუთარი გუნდის კორუფციაზე არ საუბრობს.

ოლიგარქები არიან ხალხი 90-ანებიდანო. ამათ არავინ ახსენებს თავად რას აკეთებდნენ 90-ანებში, რით იშოვეს პირველი დიდი ფული. ოლიგარქები ხართ. მილიონერები გახდით ჩინოვნიკობით და ახლაც ილტვით ძალაუფლებოსკენ, ვერ ელევით. ღამის მთავარობას გეკავათ ხელში ბიზნესიც, ქვეყანაც, სიმდიდრეებიც და მთავრობაც.

საქართველოში ნაციონალური მემკვიდრეობის 40% ივანიშვილს ეკუთვნისო. მის დროს რუსეთისთვის გადაცემული სტრატეგიული ობიექტების ნუსხა, ალბათ, აღარ ახსოვს, რადგან შემლაპარაკებელი არავინ ჰყავს:

1. ენგურჰესი-რუსული კომპანია”რაოესი”;
2. ჟინვალჰესი – რუსული კომპანია”რაოესი”;
3. რიონჰესი – რუსული კომპანია “ენერჯი ინვესტი”;
4. გუმათი 1- რუსული კომპანია “ენერგო პრო”;
5. გუმათი 2 – რუსული კომპანია “ენერგო პრო”;
6. ლაჯანურჰესი – რუსული კომპანია “ენერგო პრო”;
7. შაორჰესი – რუსული კომპანია “ენერგო პრო”;
8. ვარციხე1 – რუსული კომპანია “ენერგო პრო”;
9. ვარციხე 2 – რუსული კომპანია “ენერგო პრო”;
10. ვარციხე 3 – რუსული კომპანია “ენერგო პრო”;
11.ვარციხე 4 – რუსული კომპანია “ენერგო პრო”;
12. ხრამი 1 – რუსული კომპანია “რაოესი”;
13. ხრამი 2 – რუსული კომპანია “რაოესი”;
14. ხრამი 3 – რუსული კომპანია “რაოესი”;
15. ხრამი 4 – რუსული კომპანია “რაოესი”;
16. ხრამი 5 – რუსული კომპანია “რაოესი”;
17. ყაზტრანსგაზ თბილისი – რუსული კომპანია “გაზპრომი”;
18. გაზ.კომპანია “იტერა” – რუსული კომპანია “გაზპრომის” შვილობილი კომპანია;
19. შავ ზღვაში ნავთობისა და გაზის მომპოვებელი ფირმა “ალექსი” – რუსული კომპანია “გაზპრომის” შვილობილი კომპანია;
20. გარდაბნის მე-9 ენერგო ბლოკი – რუსული კომპანია “ინტერ რაო”;
21. გარდაბნის მე-10 ენერგო ბლოკი – რუსული კომპანია “ინტერ რაო”;
22. მაღალი ძაბვის გადამცემი 500 კილოვატიანი ხაზები – რუსული კომპანია “ინტერ რაო”;
23. “მადნეული” – რუსული კომპანია “პრომიშლენ ინვესტი”;
24. “კვარციტი”- რუსული კომპანია “პრომიშლენ ინვესტი”;
25. საბორნე გადაზიდვები ფოთიდან და ბათუმიდან “რუსეთის რკინიგზა”;
26. კომპანია “ბილაინი” – რუსული კომპანია;
27. “აზოტი” – რუსული კომპანია “პრომიშლენ ინვესტი”;
28. “გაერთიანებული ქართული ბანკი”-რუსული კომპანია “ვითიბი;
29. “ლუკოილ ჯორჯია”-რუსული კომპანია “ლუკოილი”;
30. ზესტაფონის “ფერო”-რუსული კომპანია “პრომიშლენ ინვესტი”;
31. ელმავალთმშენებელი ქარხანა – რუსული კომპანია “დემა კომპიუტერი”;
32. არამიანცის, თბილისის 3# 1 საავადმყოფო – რუსული კომპანია “ბატუსი”;
33. თბილისის წყალი – რუსული კომპანია”ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერი”,”- წერს ამირან სალუქვაძე.

 

იტვირთბა....