თბილისში, 19 წლის ძმის მკვლელობაში ბრალდებულს გიორგი ახლოური ოფიციალურად ბრალს დღეს წარუდგენენ.
გიორგი ახლოურის ადვოკატი, თამარ გაჩეჩილაძე სასამართლოს ბრალდებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართავს.
თამარ გაჩეჩილაძე გიორგი ახლოურის მდგომარეობაზე საუბრობს ად აღნიშნავს, რომ არაერთხელ დასჭირდა მას ექიმის დახმარება.
„ძალიან ცუდად არის. მძიმე ემოციური ფონი აქვს. დროებითი მოთავსების იზოლატორში არაერთხელ დასჭირდა მას ექიმის დახმარება,“ – განუცხადა „პრაიმტაიმს“ ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ შსს-ს ინფორმაციით, თბილისში სასიკვდილო ჭრილობები მიშო ახლოურს 21 წლის ძმამ მიაყენა. შემთხვევა 6 იანვარს მოხდა. ოფიციალური ინფორმაციით, მიზეზი ურთიერთშელაპარაკებაა. მკვლელობაში ბრალდებულია გარდაცვლილის 21 წლის ძმა, რომელიც პოლიციამ უკვე დააკავა.