სირიის არმია რუსეთის დახმარებით ისლამური სახელმწიფოს პოზიციებზე შეტევას განაგრძობს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამხედროებმა ალეპოს შემოგარენში კონტროლი აღადგინეს რამდენიმე დასახლებაზე და ქალაქ რაქასთან დამაკავშირებელ მაგისტრალზე.
ამ ეტაპზე სირიის არმია რუსეთის ავიაციისა და ირანელი სამხედროების დახმარებით ქალაქ ალეპოსკენ მიიწევს. ბრძოლები ისლამისტების წინააღმდეგ ასევე ჰომსში და ლატაკიას რეგიონშიც მიმდინარეობს.