ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ისლამურ სახელმწიფოსთან” შესაძლო კავშირის გამო ოზურგეთში 4 პირი დააკავეს

ისლამურ სახელმწიფოსთან შესაძლო კავშირის გამო ოზურგეთის რაიონის სოფელ ნასაკირალში 23 წლის ჯამბულ აბდულაევი დააკავეს. აბდულაევის გარდა, დაკავებულია კიდევ სამი პირი.
აბდულაევის ასაყვანად ნასაკირალში სპეცოპერაცია ჩატარდა. გავრცელებული ინფორმაციით, სამართლადამცველებმა დაკავებულის სახლის ჩხრეკისას “ისლამური სახელმწიფოს” დროშა, ხელყუმბარა და ავტომატური იარაღი ამოიღეს.
აბდულაევის მშობლები შვილის “ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირს უარყოფენ.

იტვირთბა....