ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

“პუტინ-ტრამპის საერთო მფარველობაში იმყოფებოდა ივანიშვილი და მათი ლობირებით იფორმებდა ქართულ სახელმწიფოს” – შალვა ნათელაშვილი

“სწორედ პუტინ-ტრამპის საერთო მფარველობაში იმყოფებოდა ივანიშვილი და მათი ლობირებით იფორმებდა ქართულ სახელმწიფოს საკუთარ შპს-დ,” – ასე ეხმიანება “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი ვაშნგტონში დღეს განვითარებულ პოლიტიკურ არეულობას.

როგორც შალვა ნათელაშვილი სოციალური ქსელით გავცელებულ მიმართვაში დასძენს, არც კომუნისტურ სისტემასა და იდეოლოგიას, არც ჰიტლერს და არც ყველა ტერორისტს ერთად ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიული უმაღლესობისათვის ასეთი დარტყმა არ მიუყენებია.

“რას ნიშნავს პოლიტიკაში შემოვარდნილი ოლიგარქიული მხეცი გუშინ კაპიტოლიუმთან იხილა მთელმა სამყარომ. არავის, არც კომუნისტურ სისტემასა და იდეოლოგიას, არც ჰიტლერს და არც ყველა ტერორისტს ერთად ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიული უმაღლესობისათვის ისეთი დარტყმა არ მიუყენებია, როგორც ეს განახორციელა პრეზიდენტ-მილიარდერმა, პუტინისგან ბიზნეს–გამაგრებულმა დონალდ ტრამპმა. სწორედ პუტინ-ტრამპის საერთო მფარველობაში იმყოფებოდა ივანიშვილი და მათი ლობირებით იფორმებდა ქართულ სახელმწიფოს საკუთარ შპს–დ, სწორედ ამისთვის ჩუქნიდა ჩვენი ბიუჯეტიდან მოპარულ მილიონებს ტრამპის სიძე-ქალიშვილს, სწორედ ამიტომ გვაძლებდა ლამის მთელი თეთრი სახლი-ბრიუსელთან (ევროკავშირი) ერთად ქართულ ოპოზიციას შევგუებოდით ძალაუფლების უზურპაციას ოლიგარქისგან, მორჩილად შევსულიყავით პარლამენტში, პირადი კეთილდღეობა აგვერჩია ჩვენს მომავალზე. გავუძელით, გავუძელით და აჰა, მსოფლიო პოლიტიკაში ოლიგარქიის ეპოქა სრულდება. მოკლე ხანში ჩვენც ვიზეიმებთ გაზაფხულს.” – წერს ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, აშშ-ის კონგრესი ჯო ბაიდენის გამარჯვების დასადასტურებლად თავდაპირველად გუშინ შეიკრიბა, თუმცა, მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერების მიერ კაპიტოლიუმში შეჭრის შემდეგ შეხვედრა შეწყდა. მომხდარის შემდეგ შენობიდან კონგრესმენების ევაკუაცია განხორციელდა. კაპიტოლიუმის შენობაზე განხორციელებულ თავდასხმას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. დაკავებულია 50-მდე ადამიანი.

იტვირთბა....