ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სიმართლე, ადრე თუ გვიან აშკარავდება, მეგონა თავისით გადავიდა, სირცხვილია”- რას წერს სამხედრო ექსპერტი

სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში ამერიკელი კონგრესმენის განცხადეას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, 2012 წელს არჩევნების შემდეგ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაარწმუნეს და ხელისუფლებაში დარჩენა გადააფიქრებინეს.

როგორც სალუქვაძე წერს, მიხეილ სააკაშვილი 8 წლის განმავლობაში ამბობდა, რომ მან ხელისუფლება მშვიდობიანად გადააბარა, სინამდვილეში კი ირკვევა, რომ ის კონგრესმენებმა დაითანხმეს.

“სიმართლე, ადრე თუ გვიან, აშკარავდება. 8 წელია გვეტრაბახებოდა ექს-პრეზიდენტი მშვიდობიანად გადავაბარე და ახლა უკან გადმომაბაროსო, ითხოვდა… თურმე ესტუმრა ორი კონგრესმენი, 2012 წელს, და დაარწმუნეს გადააბარე, წააგეო…

ახლა მახსენდება მისი განცხადება, კაბინეტიდან, ოპოზიციაში გადავდივართო. მეგონა თავისით გადავიდა. სირცხვილია, პრინციპში… ახლა ზელენსკის მისდგა. დავდებ მოგვიანებით ვიდეოს,”- წერს ამირან სალუქვაძე.

 

იტვირთბა....