ახალი ამბები მთავარი ციტატა

“კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა ბევრად მეტია და მალავენ! განმარტებას ველოდები!” – კილაძე მიმართვას ავრცელებს

“ქალთა მე-5 დაწესებულებაში ა ბლოკში 30 ქალი შიმშილობს, იგივე მდგომარეობაა სხვა ბლოკებში.
მოგეხსენებათ, ჩემი ტელეფონი დაბლოკილია და მესამე პირის მეშვეობით მომაწვდინეს ხმა!
შემომითვალეს რომ კოვიდ ინფიცირებულთა რაოდენობა ბევრად მეტია და მალავენ!
სპეციალური პენიტენციური სამსახური / Special Penitentiary Service of Georgia განმარტებას ველოდები !!!”

ელისო კილაძე – “ქრონიკა პლიუსის” რედაქტორი.

სოციალური ქსელი.

ცნობისათვის, ქსნის დაწესებულებაში მყოფი ერთი პატიმარი კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძესმ მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზ განაცხადა.

სპეციალური პენიტენციალური დაწესებულება განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ ქსნის პენიტენციალურ დაწესებულებაში პატიმრის გარდაცველასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. აღნიშნული განცხადებით, ერთ-ერთი მედიასაშუალების წარმომადგენელს გამოეხმაურა,  რომელმაც განაცხადა, რომ “ქსნის კოლონიაში პატიმარი ა.გ კოვიდინფექციით გარდაიცვალა, გვიან გადაიყვანეს საავადმყოფოში! ოჯახს აუკრძალეს ამ თემაზე საუბარი!”

 

 

იტვირთბა....