თბილისში, 19 წლის ძმის მკვლელობაში ბრალდებულს გიორგი ახლოური ოფიციალურად ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ.
ბრალდებულის ინტერესების დამცველი თამარ გაჩეჩილაძე “ინტერპრესნიუსთან” გიორგი ახლოურის მდგომარეობაზე საუბრობს.
ადვოკატის თქმით, გიორგი ახლოური მასთან კონფლიქტის მიზეზებზე არ საუბრობს და ძალიან მძიმე ემოციური ფონი აქვს.
“ამ ეტაპზე არაფრის თქმა არ შემიძლია, შესაძლებელია ჩვენ გამოვიყენოთ დუმილის უფლება. კონფლიქტის მიზეზებზე არ საუბრობს, ემოციური ფონიც ძალიან მძიმე აქვს“, – აღნიშნა თამარ გაჩეჩილაძემ.
შეგახსენებთ, რომ შსს-ს ინფორმაციით, თბილისში სასიკვდილო ჭრილობები მიშო ახლოურს 21 წლის ძმამ მიაყენა. შემთხვევა 6 იანვარს მოხდა. ოფიციალური ინფორმაციით, მიზეზი ურთიერთშელაპარაკებაა. მკვლელობაში ბრალდებულია გარდაცვლილის 21 წლის ძმა, რომელიც პოლიციამ უკვე დააკავა.