საპატრიარქოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ტრადიციული, საშობაო ეპისტოლე ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია.
პატრიარქის საშობაო ეპისტოლე სამების საკათედრო ტაძარში წირვის დროსაც არ წაუკითხავთ. საშობაო ღამისთევის მსახურების დასაწყისში ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა წმ. იოანე ოქროპირის ქადაგება წაიკითხა.
საშობაო ღამისთევის მსახურების დასაწყისში, იმ დროს, როცა ჩვეულებრივ არქიდიაკონი პატრიარქის ეპისტოლეს კითხულობს, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა წმ. იოანე ოქროპირის ქადაგება წაიკითხა.
შესაძლოა, ეპისტოლის არგამოქვეყნების მიზეზი, მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილისთვის კოვიდ-19-ის დადასტურება იყოს.