ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ქურდი, უზურპატორი და ნაძირალაა ეგ თქვენი საპატიო ლეგიონის კავალერი” – გვარამია ბიძინა ივანიშვილზე

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალური ქსელში ბიძინა ივანიშვილისათვის საფრანგეთის საპატიო ორდერის მინიჭებასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.

როგორც გვარამია თავის პოსტში დასძენს, ბიძინა ივანიშვილი კოვიდ ტენდერებით მდიდრდება. პარალელურად კი მდიდარ ფრანგებს კოვიდ ფონდებს უფინანსებს.

“რაც შეეხება ივანიშვილის ორდენს: – ეს სამარცხვინო კაცი, საფრანგეთს უხდის ფულს (ქართველი ხალხისთვის მოპარულს, ძვირფასო მეგობარო ფრანგებო) კოვიდის წინააღმდეგ გამოსაყენებლად და ამ დროს, საქართველო სრულიად გააპარტახა, მათ შორის, მსოფლიოში ყველაზე უარესი კოვიდ სტატისტიკით. გაჭირვებული ქართველების პანდემიაზე მოროდიორობს, ხალხი მოუხედავობით იხოცება და ეს კოვიდ ტენდერებით მდიდრდება, პარალელურად კი მდიდარ ფრანგებს კოვიდ ფონდებს უფინანსებს, ჩინმედლებით გულმკერდის დასამშვენებლად. ქურდი, უზურპატორი და ნაძირალაა ეგ თქვენი საპატიო ლეგიონის კავალერი. ასეა ეს.”

ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთის უმაღლესი ჯილდო, საპატიო ლეგიონის ორდენი მიანიჭა.

იტვირთბა....