ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“სიცრუეა ადვოკატის განცხადება, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი კოვიდ-19-ით ქსნის დაწესებულებაში დაინფიცირდა” – პენიტენციური დაწესებულება

სპეციალური პენიტენციური დაწესებულების ინფორმაციით, ქსნის დაწესებულებაში მსჯავდებულის კოვიდ 19 დაინფიცირების შესახებ ადვოკატის მიერ გავრცელებული განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება.

აღნიშნული დაწესებულების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ გარდაცვლილი მსჯავდებულის ადვოკატი კიდევ ერთხელ ცრუობს და პენიტენციური სამსახურის დისკრედიტაციის მიზნით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს.

“მორიგი სიცრუეა ადვოკატის განცხადება, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი ცოვიდ-19-ით პენიტენციურ დაწესებულებაში დაინფიცირდა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი N8 პენიტენციურ დაწესებულებაში დაინფიცირდა ცოვიდ-19-ით და სამოქალაქო სექტორის კლინიკაში ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით მოთავსდა. სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ადვოკატი კიდევ ერთხელ ცრუობს და ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას პენიტენციური სამსახურის დისკრედიტაციის მიზნით.

სინამდვილეში ადვოკატ კობაიძის დაცვის ქვეშ მყოფი გ. გ, რომელიც სამართალდამცავებმა საქართველოს სსკ 126-ე (ძალადობა) მუხლით დააკავეს, N8 დაწესებულებაში საერთოდ არ მოხვედრილა. ვირუსის პრევენციის მიზნით პენიტენციურ სისტემაში დადგენილი წესის შესაბამისად, ბრალდებული 2020 წლის 20 ნოემბერს მოთავსდა N8 დაწესებულების საკარანტინე სივრცეში, საიდანაც 26 ნოემბერს, ფსიქიატრის რეკომენდაციით, გადაყვანილი იქნა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ეროვნულ ცენტრში. სამოქალაქო კლინიკიდან ბრალდებული 7 დეკემბერს გადაყვანილ იქნა N18 პენიტენციური (სამკურნალო) დაწესებულებაში, სადაც პენიტენციურ სისტემაში ვირუსის პრევენციის მიზნით დადგენილი წესის შესაბამისად, დაწესებულების პერიმეტრის გარეთ სპეციალურად მოწყობილ სამედიცინო პუნქტში გაუკეთდა სწრაფი ტესტი და დაფიქსირდა დადებითი პასუხი.

ამიტომ ბრალდებული დაუყოვნებლივ გადაიყვანეს სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, საიდანაც 2021 წლის 5 იანვარს ბრალდებული გათავისუფლდა გირაოს საფუძველზე.

შესაბამისად, ადვოკატ კობაიძის მტკიცება, რომ ბრალდებულს N8 დაწესებულებაში დაუდასტურდა ცოვიდ-19, მორიგი სიცრუეა და მიზნად ისახავს პენიტენციური სამსახურის დისკრედიტაციას. სპეციალური პენიტენციური სამსახური თითქმის ერთი წელია, კომპლექსურ სამუშაოებს ატარებს ციხეებში ცოვიდ-19-ის პრევენციის მიზნით. ასევე მუდმივ რეჟიმში აწვდის საზოგადოებას სრულ, გადამოწმებულ და დაზუსტებულ ინფორმაციას სისტემაში მიმდინარე პროცესების, მათ შორის, ცოვიდ-19-ის პრევენციისა და მისი კონტროლის მიზნით ჩატარებული სამუშაოების შესახებ.” – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, დღეს, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქსნის დაწესებულებაში მყოფი ერთი პატიმარი კორონავირუსით გარდაიცვალა.

მანამდე კი სპეციალურმა პენიტენციურმა დაწესებულებამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავდა, რომ ქსნის პენიტენციური დაწესებულებაში პატიმრის გარდაცველასთან დაკავშირებით გავცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. აღნიშნული განცხადებით კი “ქრონიკა პლიუსის” მთავარი რედაქტორის მიერ გავცელებულ ინფორმაციას გამოეხმარა.

ცნობისთვის, “ქრონიკა პლიუსის” რედაქტორმა სოციალური ქსელით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქსნის დაწესებულებაში პატიმარი გარდაიცვალა.

“ქსნის კოლონიაში პატიმარი ა.გ. კოვიდინფექციით გარდაიცვალა, გვიან გადაიყვანეს საავადმყოფოში!
ოჯახს აუკრძალეს ამ თემაზე საუბარი! მძიმე ფორმით არიან ინფიცირებული სხვა პატიმრებიც!
ვინ მიხედავთ?!” – წერდა კილაძე სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....