“სხვადასხვა დროს ეს ტიტული მიღებული აქვთ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, ილჰამ ალიევის მეუღლეს, აზერბაიჯანის პირველ ლედის და ვიცე-პრეზიდენტს მეჰრიბან ალიევას, ჰონგ-კონგის პრო-დემოკრატიული აქციების ჩახშობაში დადანაშაულებულ მმართველს, კერი ლამს, ნობელიატ აუნ სან სუ ჩის, რომელსაც მიანმარში როჰინჯა მუსლიმების წინააღმდეგ გენოციდის დროს არასაკმარის მოქმედებაში ადანაშაულებენ. ორდენით დაჯილდოვდა თუმცა მოგვიანებით ჩამოერთვა რუმინეთის დიქტატორი ნიკოლაე ჩაუშესკუ.”
თამარ ჩერგოლეიშვილი – “ტაბულას” დამფუძნებელი
ამის შესახებ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელსი წერს, რითიც ბიძინა ივანიშვილისთვის საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოს მინიჭებას ეხმიანება.
ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთის უმაღლესი ჯილდო, საპატიო ლეგიონის ორდენი მიენიჭა. საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის კავალერის ტიტული საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მიანიჭა.