ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მართლა გააკეთეს ეს განცხადება? ვურჩევდი ჩემს კოლეგებს, გაეცნონ ელემენტარულ რეკომენდაციებს”- იმნაძე კლინიკების ასოციაციას პასუხობს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, კარდაკარ ყველანაირ აქტივობაზე პანდემიის პირობებში მაქსიმალურად თავი უნდა შევიკავოთ. ასე უპასუხა პაატა იმნაძემ კლინიკების ასოციაციას, რომელმაც მთავრობას მოუწოდა, საქართველოს ყველა ქალაქსა თუ სოფლად მოსახლეობის ტესტირება დაიწყოს.

როგორც იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადამ მისი კოლეგები ელემენტარულ რეკომენდაციებს უნდა გაეცნონ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ პანდემიის პირობებში.

„მართლა გააკეთეს ეს განცხადება? ვურჩევდი ჩემს კოლეგებს, ვინც იქ არის, რომ გაეცნონ ელემენტარულ რეკომენდაციებს, რომ კარდაკარ ყველანაირ აქტივობაზე პანდემიის პირობებში მაქსიმალურად თავი უნდა შევიკავოთ. ეს არის პირველი რეკომენდაცია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის. მე არ ვიცი ეს განცხადება, მაგრამ არა მგონია, ვინმე რომ ყოფილიყო იქ ჩემი კოლეგა, ეპიდემიოლოგი, ვისაც ოდნავ მაინც გაუგია რას ამბობს ხოლმე საერთაშორისო ორგანიზაციები, კარდაკარ ჩამოვლაზე ელაპარაკა“, – განაცხადა იმნაძემ.

ცნობისთვის, კლინიკების ასოციაცია მთავრობას მიმართავს და მოუწოდებს, ვირუსით ინვაზირების შემცირების მიზნით საქართველოს ყველა ქალაქსა თუ სოფლად დროულად დაიწყოს მოსახლეობის ტესტირება კარდაკარის პრინციპით, რის განხორციელებაშიც სამედიცინო პერსონალს უნდა დაეხმაროს თავდაცვის სამინისტროს და ეროვნული გვარდიის სანინსტრუქტორთა ჯგუფები.

იტვირთბა....