ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება შობის ღამეს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შობის ღამეს დედაქალაქში ჰაერის ტემპერატურა 0 -2 გრადუსი იქნება, დღისით კი ჰაერი +6, +8 გრადუსამდე გათბება.

სააგენოს ინფორმაციით, შობის ღამეს ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +4, +9, მთაში -5, 0, მაღალმთაში -10, -5, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -6, -1, მთაში -10, -5, მღალმთაში -13, -8 გრადუსი იქნება.

“6-8 იანვარს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში დღის საათებში +13, +18 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოშიც უნალქო, მაგრამ შედარებით ცივი და ზოგან ნისლიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ბარში დღის საათებში +5, +10 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისშიც უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა შობის ღამეს 0, -2 გრადუსი დაფიქსირდება, დღისით კი ჰაერი +6, +8 გრადუსამდე გათბება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

იტვირთბა....