ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

საქართველოში „რემდესივირით“ 29 პაციენტი მკურნალობს – როგორია მათი მდგომარეობა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, პრეპარატი „რემდესივირით“ 29 კოვიდინფიცირებული პაციენტი გადის მკურნალობას. ამის შესახებ  გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გაბუნია განმარტავს, 29 პაციენტიდან ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა ეს უკავშირდება თუა რა პრეპარატის ეფექტს, გაბუნიას თქმით, ამის თქმა მხოლოდ ამ მონაცემების საფუძველზე შეუძლებელია.

,,რემდესივირით“ მკურნალობა მიმდინარეობს კარგად, ისე როგორც ეს დაგეგმილი იყო. მოთხოვნა 29 პაციენტზე იყო გაკეთებული გუშინდელი მდგომარეობით. ფრთხილად ეკიდებიან ჯანდაცვის პროფესიონალები „რემდესივირის“ დანიშვნას.

ბოლო 4 კვირის განმავლობაში რაც დავიწყეთ „რემდესივირის“ მოხმარება, 29 პაციენტია, ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა რამდენად უკავშირდება ეს „რემდესივირის“ ეფექტს, ამის თქმა მხოლოდ ამ მონაცემების საფუძველზე არ შეგვიძლია. „რემდესივირის“ გამოყენება გრძელდება“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, კოვიდინფიცირებულთა სამკურნალოდ პრეპარატი “რემდესივირი” საქართველოში დეკემბრის ბოლოს შემოვიდა. როგორც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, აღნიშნული პრეპარატის გამოყენება მოხდება პაციენტის მდგომარეობის მიხედვით და მხოლოდ კლინიკაში.

ამასთან, “რემდესივირის” მისაღებად პაციენტისა და მინიმუმ ორი ექიმის თანხმობა იქნება საჭირო.

იტვირთბა....