“ყველაფერს აქვს საზღვარი, ჩუმად ვიყავი, იქეიფეთ… რა იყო ეს ერთკვირიანი გახსნა? ვითომ კარგი ქნეს? მე რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ვყოფილიყავი, გავწვებოდი და ვიყვირებდი, რომ არ შეიძლება გახსნა, მაგრამ პოლიტიკოსები არიან… როცა ექიმი ხარ, ფიცი გაქვს მიცემული, სიმართლე უნდა თქვა და მტერიც რომ მოვიდეს, შენი დედის მკვლელიც რომ მოვიდეს საოპერაციოში საუკეთესო ოპერაცია უნდა გააკეთო. არ გაქვს მისი განსჯის უფლება. ეს არის განსხვავება ექიმს და არაექიმს შორის. ადამიანებს დაავიწყდათ რა არის ექიმობა. ასეთ დროს ფული კეთება არის დანაშაული.”
გიორგი ფხაკაძე – გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში
ამის შესახებ ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.
შეგახსენებთ, ქვეყანაში 28 ნოემბერს დაწესებული შეზღუდვები 24 დეკემბრიდან ერთი კვირით შემსუბუქდა.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ 26 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ქვეყანაში გამკაცრებული ძირითადი შეზღუდვები 16 იანვრამდეა ძალაში.