„გეოლაბის” თანადამფუძნებელი გიორგი ჩილაძე სტატუსს აქვეყნებს და კორონავირუსის ახალ შტამს და ვირუსით მკურნალობის მეთოდის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, იმნაძე, გამყრელიძე და ცერცვაძე საზოგადოებას ატყუებს და დასცინის.
„კოვიდ პაციენტებისთვის ჟანგბადი არ ჰყოფნით ლოს ანჯელესში.
ჩვენთან კოვიდს ხომ წარმატებით გავუმკლავდით, საწოლფონდი და ხვრინვის აპარატები ხომ გვაქვს?
თან ახალი „შტამის“ ერთი შემთხვევა, ერთი.
რაც იმნაძემ გააკეთა გუშინ ეს არის საუკეთესო მაგალითი სითავხედის უტიფრობის, ქვის ხანის მენტალიტეტის და დაკისებული მოვალეობის სრულად ფეხებზე დაკიდების.
თუ ვინმეს ჰგონია რაიმე განასხვავებაა იმნაძე, გამყრელიძესა და მესამეს – მესოპოტამიელ ჰერბალისტ მკურნალს შორის ძალიან ცდება.
როგორ უტიფრად დასცინიან და ატყუებენ ხალხს, საზიზღრობაა“ – წერს გიორგი ჩილაძე.