ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 1 800 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,

საქართველოში კორონავირუსის 1 800 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 489 ადამიანი გამოჯანმრთელდა. გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 20 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 233 879 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 223 276 გამოჯანმრთელდა, 2 666 პირი კი გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათში ჩატარდა 14 839 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 8 253, PCR-ტესტით – 6 586.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 7 911, საიდანაც, 3 901 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმე პაციენტია 863, მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 279 პირი. 765 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში. 3 245 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

კარანტინის რეჟიმშია 484 პირი, თვითიზოლაციაში კი 24 279.

ამასთან, 5 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 2 316 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 382 ადამიანი.

იტვირთბა....