ახალი ამბები მთავარი

კათოლიკოს-პატრიარქი მადლობის წერილს აქვეყნებს

საქართველოს საპატრიაქო ილია მეორის მადლობის წერილს აქვეყნებს.

აღნიშნულ წერილში კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მადლობას უხდის ყველა მოქალაქეს, ვინც მას ინტრონიზაციისა და დაბადების დღე მიულოცა.

„მინდა, ყველას დიდი მადლობა გადავუხადო, როგორც ინტრონიზაციის, ისე დაბადების დღის მოლოცვისთვის. რა თქმა უნდა, მაცხოვარი იქნება პირუთვნელი მსაჯული იმისა, რა და როგორ გაკეთდა, მაგრამ ერთი კია, – ძალისამებრ ჩემისა ყოველთვის მთელი გულით ვემსახურებოდი და ვემსახურები უფალს და სამშობლოს და მაძლიერებს თქვენი სულიერი თანადგომა.ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.

ღმერთმა გიწინამძღვროთ ყოველ კეთილ საქმეში“, – ნათქვამია ილია მეორეს სამადლობელ წერილში, რომელსაც საპატრიარქო ავრცელებს.

იტვირთბა....