ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში ქვეყანაში დაწესებულ შეზღუდვებზე პოსტს აქვეყნებს და ამბობს, რომ მთავრობა დაწესებულ ღონისძიებებს არ მოხსნის.
როგორც გამზარდია წერს, მთავრობა აპირებს ე.წ. კოვიდ სტატისტიკა გააუარესოს, რომ საახალწლო გაყიდვებს დააბრალოს და ამის მომიზეზებით შეზღუდვები არ მოხსნას.
“მთავრობა არ აპირებს 18 იანვრიდან ტრანსპორტის და მაღაზიების ფუნქციონირების აღდგენას. ნოემბრის დადგენილება არც 24 დეკემბრიდან შესრულებულა ისე, როგორც დადგენილი იყო და არც იანვრის მეორე ნახევარში აპირებს.
მეტიც, მთავრობა აპირებს ე.წ. კოვიდ სტატისტიკა გააუარესოს, რომ საახალწლო გაყიდვებს და საახალწლო გაყიდვებს დააბრალოს და ამის მომიზეზებით, მინიმუმ, შეზღუდვები არ მოხსნას. მეტიც, ხელისუფლება “ახალ შტამზე” აპელირებას აპირებს და შეეცდება მაქსიმალურად შექმნას პირობა სრული ლოქდაუნისთვისაც კი.
სრული უკონტროლობისა და ხელისუფლების თავნებობის პირობებში მაქსიმალურად შეეცდება ხელისუფლება პროცესის თავის სასურველად ანუ მოქალაქეების წინააღმდეგ წარმართვას,”- წერს არჩილ გამზარდია.
შეგახსენებთ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ქვეყანაში, 28 ნოებრიდან მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა. აიკრძალა მუნიციპალური და საქალქთაშორისო ტრანსპორტი, დაიხურა ყველა დიდი სავაჭრო ქსელი. ასევე, ღამე, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება აკრძალულია როგორც ტრანსპორტისთვის, ასევე, ქვეითთა მოსიალულესთვის.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ 26 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ქვეყანაში გამკაცრებული ძირითადი შეზღუდვები 16 იანვრამდეა ძალაში.