მთავარი პოლიტიკა

“წინა ხელისუფლება ემზადება პრივატიზებული ტყეების და ტბების დასაბრუნებლად, ახლა სიას აზუსტებენ”- რას წერს სამხედრო ექსპერტი

სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წინა ხელისუფლების მიერ მითვისებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით წერს.

როგორც სალუქვაძე ამბობს, წინა ხელისუფლებამ მიიღო ბიძინა ივანიშვილის გამოწვევა და სახელმწიფოს უნდა დაუბრუნონ დიღმის ტყე-პარკი და რუსეთისთვის გადაცემული სტრატეგიული ობიექტები.

“წინა ხელისუფლებამ მიიღო ბიძინა ივანიშვილის გამოწვევა და ადგილობრივი არჩევნების წინ, “ლაგუნა ვერეს” და “იპოდრომის” საპირწონედ, სახელმწიფოს უნდა დაუბრუნონ დიღმის ტყე-პარკი და რუსეთისთვის გადაცემული სტრატეგიული ობიექტები. აქვე გაასაჯაროვებენ ვის რა ინტერესები ჰქონდა ამ ობიექტების გასხვისებისას. ემზადებიან პრივატიზებული ტყეების და ტბების დასაბრუნებლად. ახლა სიას აზუსტებენ”- წერს ამირან სალუქვაძე.

იტვირთბა....