დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში შესაძლო რეინფიცირების 10-მდე შემთხვევას სწავლობენ. ამის შესახებ იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც იმნაძემ თქვა, რეინფიცირების დადგენა საკმაოდ რთული საქმეა, მსოფლიოში კი სულ რამდენიმე შემთხვევაა დადასტურებული.
“მოძიებული იქნა გენეტიკური ნიმუშები ამ პაციენტების და უნდა შესწავლილი იქნას ორივე დადებითი ნიმუშის გენეტიკური სეკვენსები იმისთვის, რომ ითქვას, ეს ხომ არ არის… ყველა ვარიანტში ცოტათი გენეტიკური ცვლილება მოხდებოდა, თუ ეს არის რეინფიცირება.
ეს არ არის ადვილი საქმე, მსოფლიოში სულ რამდენიმე შემთხვევაა აღწერილი. ამას სჭირდება სამეცნიერო მტკიცებულებები, რომლებიც უნდა იყოს დამყარებული ვირუსის გენეტიკურ შესწავლაზე”, – განაცხადა იმნაძემ.