ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ავლენს თუ არა PCR-ის და ანტიგენის სწრაფი ტესტები ვირუსის ახალ შტამს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსის ახალ შტამს PCR-ის და ანტიგენის სწრაფი ტესტები იგივენაირად ავლენენ, როგორც ძველი შტამის შემთხვევაში. ამის შესახებ იმნაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“ახალ შტამს იგივენაირად იჭერს PCR-ის ტესტიც და ანტიგენის ტესტიც”. – განაცხადა პაატა იმნაძემ.

შეგახსენებთ, 4 იანვარს საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულია 50 წლის პირი, რომელიც საქართველოში სხვა ქვეყნიდან შემოვიდა, თუმცა მას დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის ისტორია არ აქვს.

იტვირთბა....