ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ მთავრობის გადაწყვეტილება, დაეწესებინა მკაცრი შეზღუდვები და ჩაეკეტა ქვეყანა, იყო სწორი.
ფხაკაძის თქმით, მკაცრი შეზღუდვების დაწესების მომხრე თავადაც იყო, რის რეკომენდაცია მთავრობასაც მისცა.
“გამლანძღეთ ახლა და გამთათხეთ ბიზნესებმა, ეს იყო ჩემი ერთ-ერთი რეკომენდაცია საკოორდინაციო საბჭოზე და მე ძალიან მიხარია, რომ პრემიერ მინისტრმა მიიღო სწორი გადაწყევტილება. მე ვარ აპოლიტიკური ადამიანი, მე ვარ ჯანდაცვის ექსპერტი და შესაბამისად ვისაუბრებ ვაქცინაზე და სწორ ჯანდაცვის საკითხებზე და პოლიტიკაზე ვერ ვილაპარაკებ.
რაც მთავრობამ გააკეთა ძალიან კარგია. ძალიან კარგია რომ ჩაკეტა ქვეყანა, ძალიან კარგია რომ გამოაცხადა უქმე დღეები, როცა ადამიანი აკეთებს ჭკვიანურ რაღაცას შესაბამისად უნდა უთხრა, რომ ჭკვიანია და კარგია. სწორი გადაწყვეტილებაა რომ ქვეყანა იკეტება.
ჩვენ პიკი გადავლახეთ და ინფიცირებულთა რაოდენობა ახლა მიდის ქვევით და ახლა რომ ცოტა გახსნა იყოს გვეტირება ყოფა ყველას,”- განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.
შეგახსენებთ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ქვეყანაში, 28 ნოებრიდან მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა. აიკრძალა მუნიციპალური და საქალქთაშორისო ტრანსპორტი, დაიხურა ყველა დიდი სავაჭრო ქსელი. ასევე, ღამე, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება აკრძალულია როგორც ტრანსპორტისთვის, ასევე, ქვეითთა მოსიალულესთვის.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ 26 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ქვეყანაში გამკაცრებული ძირითადი შეზღუდვები 16 იანვრამდეა ძალაში.