„ევროპული საქართველოს“ წევრი, ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელი ვახტანგ კალოიანი საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის დაფიქსირებას ეხმიანება.
როგორც კალოიანი “ინტერპრესნიუსთან” აცხადებს, ვირუსის ახალი ვარიანტი ყველაზე სწრაფად ახალგაზრდებში ვრცელდება.
მისივე თქმით, დაბალია რისკი, რომ კორონავირუსის ახალი შტამით ის ადამიანები დაინფიცირდნენ, ვისაც კორონავირუსი გადატანილი აქვთ.
„ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ყველაზე მაღალი რისკი არის ახალგაზრდა ჯგუფებში, ბავშვებში, სადაც უფრო აქტიურად გადაცემა და შეიძლება ამიტომ გახდეს უფრო აქტიურად გავრცელებული, ესაა მისი ძირითადი რისკი. განმეორებითი ინფიცირების და დაავადების უფრო მძიმედ მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია არ არის. დაბალია რისკი, რომ კორონავირუსის ახალი შტამით ის ადამიანები დაინფიცირდნენ, ვისაც კორონავირუსი გადატანილი აქვთ“, – აღნიშნა ვახტანგ კალოიანმა.
რაც შეეხება ვაქცინის ეფექტურობასკორონავირუსის ახალ შტამზე, როგორც ვახტანგ კალოიანი აცხადებს, „მოდერნას“ და „ფაიზერის“ ვაქცინები ახალი შტამის შემთხვევაშიც მუშაობს.
შეგახსენებთ, 4 იანვარს საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულია 50 წლის პირი, რომელიც საქართველოში სხვა ქვეყნიდან შემოვიდა, თუმცა მას დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის ისტორია არ აქვს.