ახალი ამბები მთავარი ციტატა

შეხვდება თუ არა ახალი შტამის ვირუსი ადამიანებს, ვინც კოვიდ-19 ერთხელ უკვე გადაიტანა – კულუმბეგოვის განმარტება

„მეცნიერების გარკვეული ნაწილი არ გამორიცხავს, რომ შეიძლება, ეს ფორმა ინფექციის უფრო შემსუბუქების ფორმადაც კი გადაიქცეს, არა დამძიმების. ისტორიული მაგალითები ყოფილა, რომ სახეცვლილი ვირუსები უფრო შემწყნარებლები ხდებიან, რათა გადარჩნენ. ის, რომ რეინფიცირების შემთხვევები გაიზრდება, ჯერჯერობით, ეს იმ ქვეყნებში არ ფიქსირდება, სადაც ეს ვირუსი უკვე გარცელებულია. ამიტომ ძალიან საპანიკო მდგომარეობა არა გვაქვს, თუმცა საზოგადობრივი ჯანდაცვისთვის ეს, შესაძლოა, გამოცდა იყოს.“

ბიძინა კულუმბეგოვი – ალერგოლოგ-იმუნოლოგი.

ამის შესახებ მან გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულია 50 წლის პირი, რომელიც საქართველოში სხვა ქვეყნიდან შემოვიდა, თუმცა მას დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის ისტორია არ აქვს.

იტვირთბა....